ავტორიზაცია

"ბარსელონას ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს", - კლუივერტი ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე

"ბარსელონას ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს", - კლუივერტი ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 29 ივნ 2022, 11:21

"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი, პატრიკ კლუივერტი კატალონიურ გრანდში "ბაიერნის" ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება.

"შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც შთამბეჭდავი თვისებები აქვს, მაგრამ უკვე 34 წლის არის. ასაკის გამო კარგად უნდა დაფიქრდნენ", - ციტირებს ვეტერანი ჰოლანდიელის სიტყვებს Cadena SER-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" პოლონელ სუპერვარსკვლავში 50 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა მიუნხენური გრანდი არანაკლებ 60 მილიონს ითხოვს.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება, თუმცა კლუბის დატოვება ამ ზაფხულსვე სურს.

გასულ სეზონში რობერტმა "ბაიერნის" ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.