ავტორიზაცია

ჯუღელი კვარაცხელიაზე: “იუვენტუსთან შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ამის გამო ვერ წავიდა”

ჯუღელი კვარაცხელიაზე: “იუვენტუსთან შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ამის გამო ვერ წავიდა”
თარიღი 29 ივნ 2022, 16:46

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საინტერესო კომენტარს აკეთებს.

“კვარაცხელიას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცდა გუნდის დირექტორი ფაბიო პარატიჩი წავიდა. რომ არ წასულიყი, ხვიჩა დღეს იუვენტუსის ფეხბურთელი იქნებოდა.

მოლაპარაკებები მილანთანაც გვქონდა, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა.

პარატიჩი ტოტენჰემში წავიდა და გვინდოდა ხვიჩა იჯარით იქ წასულიყო, თუმცა ფეხბურთელს განათხოვრება არ სურდა და გამოჩნდა ნაპოლის ვარიანტიც”, განაცხადა ჯუღელმა.