ავტორიზაცია

კვარაცხელია: “ნაკრების შეკრებაზე ვიყავი და ჯუღელმა დამირეკა, ნაპოლიში მიდიხარო”

კვარაცხელია: “ნაკრების შეკრებაზე ვიყავი და ჯუღელმა დამირეკა, ნაპოლიში მიდიხარო”
თარიღი 29 ივნ 2022, 16:50

 “ნაპოლის” ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია იმ დროს იხსენებს, როცა გაიგო, რომ იტალიურ გუნდში გადადიოდა.

“ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როცა ჯუღელმა დამირეკა და მითხრა, ნაპოლიში გადადიხარ, ყველაფერი შეთანხმებულიაო.

ალბანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ იტალიაში უნდა ჩავსულიყავი, პირადი კონტრაქტის დეტალების მოსაგვარებლად.

ჩემი შეძენა ბევრ გუნდს სურდა და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა”, - აცხადებს კვარაცხელია