ავტორიზაცია

არსენალის მცველმა კარიერა შესაძლოა ატლეტიკოში გააგრძელოს

არსენალის მცველმა კარიერა შესაძლოა ატლეტიკოში გააგრძელოს
თარიღი 29 ივნ 2022, 22:11

„არსენალის“ მცველი ექტორ ბელერინი შესაძლოა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს.

El Desmarque-ს ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს „არსენალის“ საბოლოოდ დატოვება სურს და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გადაბარგებისთვის მზად არის.

მადრიდელები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, რათა პოტენციური ტრანსფერი განეხილათ.

ბელერინის გადაბირებით „ბეტისი“, რომელშიც მან გასული სეზონი იჯარით გაატარა და „ვილიარეალიც“ ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელისთვის „ატლეტიკო მადრიდი“ - პრიორიტეტული ვარიანტია.