ავტორიზაცია

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ ჩელსიდან ინტერში დაბრუნდა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ ჩელსიდან ინტერში დაბრუნდა - კონტრაქტის დეტალები ცნობილია
თარიღი 29 Jun 2022, 22:38

რომელუ ლუკაკუ „ჩელსიდან“ „ინტერში“ დაბრუნდა.

„ჩელსის“ ოფიციალურმა ვებ-გევრდმა დაადასტურა, რომ ბელგიელი ფეხბურთელი მილანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით - 2022/23-სეზონის ბოლომდე გადავა.

ლუკაკუს ერთწლიან იჯარაში „ინტერი“ 8 მილიონ ევროდ გადაიხდის, თუმცა სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის საშუალება არ ექნება.

ცნობისთვის, „ინტერში“ დაბრუნებისთვის რომელუმ ხელფასი 30%-ით დაიკლო და 10 მილიონის ნაცვლად, იტალიაში წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს.

ლუკაკუ „ინტერში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა, გასულ ზაფხულს კი „ჩელსიში“ 115 მილიონ ევროდ გადავიდა.

„ჩელსიში“ გატარებულ ერთადერთ სეზონში რომელუმ 44 მატჩში 15 გოლი გაიტანა.