ავტორიზაცია

"მინდა, რომ უეფასთან კავშირები გამოიყენო", - რამოსმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარება სთხოვა

"მინდა, რომ უეფასთან კავშირები გამოიყენო", - რამოსმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარება სთხოვა
თარიღი 29 ივნ 2022, 22:45

სერხიო რამოსმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლუის რუბიალესს სთხოვა, რომ ოქროს ბურთის მოგებაში დახმარებოდა.

El Confidencial-მა რამოსისა და რუბიალესის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლით არის დათარიღებული. იმ დროს, რამოსი „რეალის“ ღირსებას იცავდა.

„რუბი, საღამომშვიდობისა. იმედია, შენ და შენს ოჯახს ყველაფერი კარგად გაქვთ. ხომ იცი, შენთვის არასდროს, არაფერი მითხოვია, ამიტომ თუ ახლა ამას ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წელი ჩემთვის სათამაშო კუთხით განსაკუთრებული იყო.

მინდა, რომ უეფასთან კავშირები გამოიყენო და ოქროს ბურთის მოგებაში დამეხმარო. მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვიქნები. საქმე მარტო ჩემ სურვილში კი არა, იმაშია, რომ ამას მთლიანად ესპანური ფეხბურთი იმსახურებს.“ - ციტირებს გამოცემა რამოსის სიტყვებს.

2019 წელს ოქროს ბურთი ლეო მესიმ მოიგო.