ავტორიზაცია

დიდებული ატმოსფერო, დიდებული თამაში - ბათუმმა თბილისი გაანადგურა!

დიდებული ატმოსფერო, დიდებული თამაში - ბათუმმა თბილისი გაანადგურა!
თარიღი 29 ივნ 2022, 23:08

ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი დინამოებს შორის, ბათუმელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

აჭარელებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, თავი ფლამარიონმა გამოიჩინა, პირველ ტაიმში გოლები ალთუნაშვილმა და ტეიდმაც გაიტანეს.

მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა სხირტლაძემ სხვაობა შეამცირა და თითქოს სიტუაცია დაძაბა, თუმცა დავითაშვილმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ამ გამარჯვებით გეგუჩაძის გუნდმა 47 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტს 9 ქულით გაასწრო.