ავტორიზაცია

"მე რა, მკითხავი ვარ?", - მამუკა ჯუღელს ხვიჩას ფასის დასახელება სთხოვეს და მან კონკრეტული ციფრიც დაასახელა

"მე რა, მკითხავი ვარ?", - მამუკა ჯუღელს ხვიჩას ფასის დასახელება სთხოვეს და მან კონკრეტული ციფრიც დაასახელა
თარიღი 29 ივნ 2022, 23:10

აგენტი მამუკა ჯუღელი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი მინიმუმ 50 მილიონი ევროა.

რამდენი ეღირებოდა ამ ზაფხულს ხვიჩა, მთელი მსოფლიო რომ არ გადატრიალებულიყო? როგორც სპეციალისტს, ისე გეკითხებით.

მე რა, მკითხავი ვარ? თუმცა მგონია, რომ 50 მილიონ ევროზე ნაკლები ის ნამდვილად არ ღირს.

50?! 

ეს ჩემი აზრია. ის დაამტკიცებს, რომ მეტიც ღირს. ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ბავშვობიდან ვიცნობ და მას ზღვარი საერთოდ არ გააჩნია, მას შეუძლია მოუმატოს და მოუმატოს.

მას როგორც ადამიანს კარგად ვიცნობ. ხვიჩა დიდი პროფესიონალია და ფეხბურთისთვის ყველაფრის მიტოვება შეუძლია.“ - აღნიშნა ქართველი ფეხბურთელის აგენტმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან საუბარში.