ავტორიზაცია

ბორუსიამ ბელინგემს, რომლითაც რეალი და სხვა გრანდები ინტერესდებიან, ფასი დაადო

ბორუსიამ ბელინგემს, რომლითაც რეალი და სხვა გრანდები ინტერესდებიან, ფასი დაადო
თარიღი 29 ივნ 2022, 23:21

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ინგლისელ ვუნდერკინდს, ჯუდ ბელინგემს ფასი დაადო.

Sport Bild-ის ინფორმაციით, შემდეგ ზაფხულს გერმანული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს მოითხოვს და მოლაპარაკებებშიც კი არ ჩაერთვება, თუ პოტენციური მყიდველი ამაზე ნაკლებ თანხას შესთავაზებს.

ინგლისელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ იჩენენ, თუმცა ამ დრომდე „ბორუსიას“ არცერთი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და 2023 წლის ზაფხულამდე მის გაყიდვას ნამდვილად არ აპირებს.

„ბორუსიამ“ ბელინგემი 2020 წელს 25 მილიონ ევროდ შეიძინა. იწერება, რომ ის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მადრიდელები მომავალ ზაფხულს „დორტმუნდს“ სასტარტო შეთავაზებად 90 მილიონ ევროსაც გაუკეთებენ.