ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონას ცენტრალური მცველი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონას ცენტრალური მცველი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 30 ივნ 2022, 01:36

"ტოტენჰემმა" "ბარსელონას" ცენტრალური მცველი დაიმატა, რომლის მიმართ ინტერესიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანგი უკანახაზელი კლემენტ ლენგლე 1 წლიანი იჯარით "დეზებს" შეუერთდება. ბრიტანულმა გუნდმა ფეხბურთელის გაფორმებისთვის ბრძოლაში "მარსელი" და "რომა" დაამარცხა.

როგორც ჩანს, ანტონიო კონტე სერიოზულად ფიქრობს გუნდის გაძლიერებაზე, რასაც მისი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა ადასტურებს. ვრცელდება ხმები, რომ პრემიერ ლიგის მე-4 ადგილოსნები წარმატებულად აწარმოებენ მოლაპარაკებებს "ევერტონის" ლიდერ რიჩარლისონთანაც.