ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში სასურველ ნომერზე ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში სურს!

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში სასურველ ნომერზე ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში სურს!
თარიღი 30 ივნ 2022, 01:54

ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო კომენტატორსა და ჟურნალისტთან, ნობელ არუსტამიანთან საუბრისას "ნაპოლიში" სასურველ ნომერსა და მისთვის გამორჩეულად საინტერესო ფეხბურთელზე ისაუბრა.

"ზუსტად არ ვიცი ჩემს ახალ გუნდში 77 ნომრიან მაისურს მოვირგებ, თუ 18 ნომრიანს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 10 ნომერი ხელშეუხებელია და ის მხოლოდ მარადონას ეკუთვნის. 

დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კულიბალისთან ერთად. ის დიდებული მოთამაშეა. კალაძესთან და მირანჩუკთან ვისაუბრე. მათ მითხრეს, რომ ბეჯითად უნდა ვიშრომო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიზნების მიღწევა რთული იქნება." - განაცხადა 21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევმა ნეაპოლურ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში ხელფასის სახით, 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.