ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა - რიჩარლისონი კარიერას პრემიერ ლიგის გრანდში გააგრძელებს - ფაბრიციო რომანო

შეთანხმება შედგა - რიჩარლისონი კარიერას პრემიერ ლიგის გრანდში გააგრძელებს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 30 ივნ 2022, 12:24

ლონდონის „ტოტენჰემმა" „ევერტონის" შემტევი დაიმატა.

ბრაზილიელი ფორვარდი რიჩარლისონ ანდრადე კარიერას „ევერტონიდან" ლონდონის „ტოტენჰემში" გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში 50 მილიონ ფუნტად გადაბარგება, თუმცა შეთანხმებაში გათვალისწინებულია ასევე ბონუსებიც.

უახლოეს პერიოდში რიჩარლისონი ბრაზილიაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ტოტენჰემთან" კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს, თუმცა ტრანსფერი უკვე შეგვიძლია დახურულად მივიჩნიოთ.

იწერებოდა, რომ „ტოტენჰემი" „ევერტონს" 20 მილიონსა და სტივენ ბერგვაინს სთავაზობდა, თუმცა საბოლოოდ კლუბებმა თანხაზე მოილაპარაკეს.