ავტორიზაცია

ტრანსფერი დღეს დადასტურდება - წიტაიშვილის ახალი კლუბი ცნობილია

ტრანსფერი დღეს დადასტურდება - წიტაიშვილის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 30 ივნ 2022, 12:31

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი წიტაიშვილმა “დინამო კიევის” შეკრება დატოვა და პოლონეთში გაეშურა.

გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან წიტაიშვილი მოქმედ ჩემპიონ “ლეხში” ითამაშებს.

წიტაიშვილი ახალ კლუბში დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლია და კონტრაქტიც დღესვე გაფორმდება.

შეგახსენებთ, “ლეხი” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი - ნიკა კვეკვესკირი ირიცხება.