ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონადან გაშვების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე მწვრთნელობას ოფიციალურად დაუბრუნდა

ოფიციალურად: ბარსელონადან გაშვების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე მწვრთნელობას ოფიციალურად დაუბრუნდა
თარიღი 30 ივნ 2022, 13:36

ერნესტო ვალვერდე მწვრთნელობას ოფიციალურად დაუბრუნდა.

ბილბაოს „ატლეტიკმა" ერნესტო ვალვერდეს მთავარ მწვრთნელად დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

მას შემდეგ, რაც კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ ურიარტემ გაიმარჯვა, მისი მთავარი დანაპირები მწვრთნელად ვალვერდეს დაბრუნება იყო და მან სიტყვა შეასრულა - ვალვერდე „ბარსადან" გაშვებიდან 2.5 წლის შემდეგ, მწვრთნელობას ბასკურ გუნდში დაუბრუნდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა ვალვერდემ „ბილბაოსთან".

„ატლეტიკის" უკანასკნელი მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი იყო, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.