ავტორიზაცია

ჰიონესი ბარსაზე: „ვირტუოზები არიან, რომლებიც ვალების მიუხედავად მაინც პოულობენ ფულის მსესხებელ ბანკს“

ჰიონესი ბარსაზე: „ვირტუოზები არიან, რომლებიც ვალების მიუხედავად მაინც პოულობენ ფულის მსესხებელ ბანკს“
თარიღი 30 ივნ 2022, 14:45


„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, „ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობა შეაფასა იმის ფონზე, რომ ვალების მიუხედავად, კატალონიელებს „რეკორდმაისტერიდან“ რობერტ ლევანდოვსკის შეძენა სურთ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანამ“ „ბაიერნს“ 40+5 მილიონი ევრო შესთავაზა პოლონელის სანაცვლოდ, თუმცა მიუნხენური გრანდი გაცილებით მეტს ითხოვს.

„ისინი ვირტუოზები არიან, რომლებიც, უდიდესი ვალების მიუხედავად, მაინც, როგორღაც ახერხებენ და პოულობენ ბანკს, რომელიც ასეთი დიდი ოპერაციებისთვის მათ ფულს აძლევს.“ - აღნიშნა ჰიონესმა.

ლევანდოვსკიმ ღიად რამდენჯერმე განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება „ბარსელონაში“ სურს, თუმცა „ბაიერნი“ მის გაშვებაზე უარს აცხადებს.