ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი აიაქსის ფეხბურთელში 40 მილიონს იხდის - მას 3 პოზიციაზე შეუძლია თამაში

მანჩესტერ იუნაიტედი აიაქსის ფეხბურთელში 40 მილიონს იხდის - მას 3 პოზიციაზე შეუძლია თამაში
თარიღი 30 ივნ 2022, 15:51

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ამსტერდამის „აიაქსის“ არგენტინელი მცველის, ლისანდრო მარტინესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

TyC Sport-ის ჟურნალისტის, ერნან სისტოს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი არგენტინის ნაკრების ფეხბურთელში მზადაა 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, ანალოგიური თანხის გადახდის მზადყოფნას „არსენალიც“ გამოთქვამს.

თუმცა, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ „აიაქსი“ ფეხბურთელს გაცილებით მეტად, კერძოდ კი 45-50 მლნ გირვანქად აფასებს, რაც დაახლოებით 52-57 მილიონი ევროა.

24 წლის მარტინესი უნივერსალური ფეხბურთელია. მას დაცვაში როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე და ასევე საყრდენადაც შეუძლია თამაში.