ავტორიზაცია

ლაუტაროს აგენტი: "მარტინესი ინტერში ბედნიერია, ის ლუკაკუსთან მეგობრობს“

ლაუტაროს აგენტი: "მარტინესი ინტერში ბედნიერია, ის ლუკაკუსთან მეგობრობს“
თარიღი 30 ივნ 2022, 17:26

„ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ალეხანდრო კამანიომ ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

აგენტის თქმით, არგენტინელს გუნდიდან წასვლის არანაირი მიზეზი არ აქვს, რადგან ის კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.

„ლაუტარო და ლუკაკუ ახლოს არიან - ეს სიმართლეა. მარტინესი მილანში ბედნიერია, ის ხალხს უყვარს და გუნდის ლიდერად მიაჩნიათ. 

რატომ უნდა წავიდეს? სად უნდა წავიდეს? ის ისედაც მწვერვალზე იმყოფება.“ - აღნიშნა კამანიომ Sky Sports-თან საუბარში.

მარტინესმა და ლუკაკუმ „ინტერი“ 2020/21-სეზონში 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა მოუტანეს, შემდეგ კი ბელგიელი „ჩელსიში“ 115 მილიონ ევროდ გადავიდა.