ავტორიზაცია

კლოპმა ლივერპულის ხელმძღვანელობას დორტმუნდის ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

კლოპმა ლივერპულის ხელმძღვანელობას დორტმუნდის ფეხბურთელის შეძენა სთხოვა
თარიღი 30 ივნ 2022, 17:27

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს, საკუთარ გუნდში „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის ხილვა სურს.

გერმანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფული არ დაინანონ, რადგან ის მისთვის პრიორიტეტული სამიზნეა.

„ლივერპულში“ ბელინგემი გუნდის 33 წლის კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის სამომავლო შემცვლელად მოიაზრება, იტყობინება ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი დანიელ ვიქტორი.

თუმცა, „ბორუსია“ ფეხბურთელის ამ ზაფხულს გაყიდვას არ განიხილავს, ერთ წელიწადში კი მის სანაცვლოდ მინიმუმ 120 მილიონის მიღებას ეცდება. მისი შეძენა მადრიდის „რეალს“ და „მან იუნაიტედსაც“ სურთ.