ავტორიზაცია

ბარსელონამ მემფის დეპაი ტრანსფერზე დააყენა და კონკრეტული ფასიც დაადო

ბარსელონამ მემფის დეპაი ტრანსფერზე დააყენა და კონკრეტული ფასიც დაადო
თარიღი 30 ივნ 2022, 19:57

კატალონიის „ბარსელონა“ 28 წლის ნიდერლანდელ შემტევზე, მემფის დეპაიზე იმედებს არ ამყარებს.

ადგილობრივი გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი შემტევი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედის და მისი წასვლის წინააღმდეგი არავინაა.

ამრიგად, „ბლაუგრანამ“ ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. 

დეპაის „ბარსასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ის ახლა არ გაიყიდა, გაისად გუნდის დატოვება უფასოდ შეეძლება.

მემფისი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს „ლიონიდან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.