ავტორიზაცია

იუვენტუსის დირექტორი: "რონალდუ ბოლომდე კორონავირუსის გამო ვერ გამოვიყენეთ"

იუვენტუსის დირექტორი: "რონალდუ ბოლომდე კორონავირუსის გამო ვერ გამოვიყენეთ"
თარიღი 30 ივნ 2022, 21:48

„იუვენტუსის“ გენდირექტორმა მაურიციო არივაბენემ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„გარკვეული ფეხბურთელების გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ისე კომერციული თვალსაზრისით. ჩემი ოცნება იყო გუნდში ისეთი იტალიელი ფეხბურთლის ყოლა, რომელიც საერთაშორისო დონეზე იქნებოდა აღიარებული.

ვლაჰოვიჩმა მომხიბლა, მას გამარჯვების დიდი წყურვილი აქვს და თავის წარმოჩენა უნდა, ის დიდი მებრძოლია.

კრიშტიანუ ბოლომდე კორონავირუსის გამო ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელშიც ეჭვი არ მეპარება: „იუვენტუსი ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას.“ - აღნიშნა არივაბენემ.

რონალდუ „იუვეში“ 2018-2021 წლებში თამაშბდა და გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი და ერთხელ - ქვეყნის თასი.