ავტორიზაცია

ლივერპულმა ლგბტ-პრაიდში მონაწილეობა ოფიციალურად დაადასტურა

ლივერპულმა ლგბტ-პრაიდში მონაწილეობა ოფიციალურად დაადასტურა
თარიღი 30 ივნ 2022, 21:50

„ლივერპულმა“ ლგბტ-საზოგადოების ღონისძიებებში მონაწილეობა დაადასტურა.

კლუბი ხაზს უსვამს ერთიანობის, განსხვავებულობის და უნკლუზიურობის პრინციპებს და ადასტურებს, რომ ყველა თანამშრომელი სიამოვნებით უერთდება „სიამაყის პრაიდს“, რომელიც 30 ივლისს არის ჩანიშნული.

ეს ლივერპულში პირველი ლგბტ-პრაიდი იქნება 2019 წლის შემდეგ, მაგრამ კლუბი ბოლო წლებში ვირტუალურად ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებდა საზოგადოებას და სხვადასხვა ღონისძიებებშიც მონაწილეობდა.

ასევე, 23 ივლისს „ლივერპულის“ ფონდი უმსხვილეს თემატურ საფეხბურთო ტურნირს ჩაატარებს, რომელზეც წარდგენილები იქნებიან მათ შორის კლუბის გულშემატკივარი ლგბტ-ჯგუფები (მაგალითად Kop Outs).