ავტორიზაცია

BREAKING: ბარსელონა ლიდსის და ჩელსის შეთანხმების ჩაშლას და რაფინიას "მოპარვას" ცდილობს

BREAKING: ბარსელონა ლიდსის და ჩელსის შეთანხმების ჩაშლას და რაფინიას "მოპარვას" ცდილობს
თარიღი 30 ივნ 2022, 22:19

„ბარსელონა“ „ლიდსის“ შემტევის რაფინია დიასის შეძენას ჯერ კიდევ ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიმ“ და „ლიდსმა“ ბრაზილიელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, ფეხბურთელი ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, რადგან პრიორიტეტად „ბარსელონაში“ გადასვლა აქვს დასახული.

„კამპ ნოუზე“ მისით ძალიან დაინტერესებულები არიან. „ბარსას“ ექს-ფეხბურთელი დეკუ მისი აგენტია, რომელიც აქტიურად ცდილობს თავისი კლიენტის ოცნება აახდინოს და „ბლაუგრანაში“ ჩაიყვანოს. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს „ბარსელონამ“ „ლიდსს“ რაფინიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ინგლისური კლუბი მასზე დათანხმებას არ აპირებს, რადგან როგორც ჩანს, „ბარსა“ მათ „ჩელსიზე“ ნაკლებს სთავაზობს. 

„ლიდსის“ შეთანხმება „ჩელსისთან“ ძალაშია და მხარეები ელოდებიან, თუ როდის განაცხადებს თანხმობას მასზე ფეხბურთელი, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება რაფინიას „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლის დახურვა.

სანამ ეს ყველაფერი ოფიციალურად მოხდება, „ბარსელონა“ ბოლომდე ეცდება ბრაზილიელის შეძენას.