ავტორიზაცია

ბრუნო: "არ მჯერა, რომ იუნაიტედი მზადაა ისეთი რესურსი გაუშვას, როგორიც კრიშტიანუა"

ბრუნო: "არ მჯერა, რომ იუნაიტედი მზადაა ისეთი რესურსი გაუშვას, როგორიც კრიშტიანუა"
თარიღი 30 ივნ 2022, 22:25

ბრუნო ფერნანდეშს არ სჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა კრიშტიანუ რონალდუ დაკარგოს.

ბოლო დროს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მომავალზე საკმაოდ ბევრი იწერება. ფეხბურთელის „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა გადაწყვეტილი არაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდში დატოვების სურვილი ახალმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ღიად გამოთქვა.

„მას რამდენიმე კვირი სწინ ველაპარაკე - ახლა ორივე შვებულებაში ვართ, რომლის დროსაც მეგობრებს არავინ აწუხებს. იმედი მაქვს, წინასასეზონო მომზადების მე-4 დღეს ერთმანეთს შევხვდებით, სულ ესაა. 

ყველა საკუთარ მომავალზე ფიქრობს. არ მჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა დაკარგოს ისეთი რესურსი, როგორიც კრიშტიანუა.“ - აღნიშნა მანკუნიანელთა ნახევარმცველმა.