ავტორიზაცია

პოჩეტინომ და პსჟ-მ მოილაპარაკეს - საბუთების გაფორმებაღა დარჩა და არგენტინელი გუნდს დატოვებს

პოჩეტინომ და პსჟ-მ მოილაპარაკეს - საბუთების გაფორმებაღა დარჩა და არგენტინელი გუნდს დატოვებს
თარიღი 30 ივნ 2022, 23:32

„პარი სენ-ჟერმენმა“ მაურისიო პოჩეტინოსთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხზე მოილაპარაკა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა 50 წლის სპეციალისტთან ყველაფერი შეათანხმა და მხარეებს შორის მხოლოდ საბუთების გაფორმებაღა დარჩა, რის შემდეგაც „პსჟ“ მწვრთნელთან კონტრაქტის გაწყვეტას დაადასტურებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მიიღებს პოჩეტინო პარიზელებისგან, მაგრამ იწერებოდა, რომ ის ხელძღვანელობისგან ერთი წლით ადრე წასვლაში 15 მილიონ ევროს ითხოვდა, რის გამოც მისი გაშვება გაიწელა.

ცნობილია ისიც, რომ „პსჟ-ს“ პოჩეტინოს წასვლის შემდეგ ფრანგი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გაწვრთნის, რომელმაც „ნიცა“ უკვე ოფიციალურად დატოვა და პარიზში დანიშვნის მოლოდინში იმყოფება.