ავტორიზაცია

"განსაკუთრებული დრო იყო", - ლუკ დე იონგი ბარსელონას დაემშვიდობა

"განსაკუთრებული დრო იყო", - ლუკ დე იონგი ბარსელონას დაემშვიდობა
თარიღი 30 Jun 2022, 23:35

ლუკ დე იონგი „ბარსელონას“ ოფიციალურად დაემშვიდობა.

ნიდერლანდელმა ფორვარდმა კატალონიის დედაქალაქში იჯარით ერთი სეზონი გაატარა, ისე კი ის „სევილიას“ საკუთრებაა, რომელიც მის დატოვებას არ აპირებს და დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში დე იონგი სხვა გუნდში გადაბარგდება.

„კულეებო, ეს განსაკუთრებული დრო იყო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მომავალში.“ - წერს დე იონგი სოციალურ ქსელში.

„ბარსას“ მაისურით 31 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლიც გაიტანა.