ავტორიზაცია

ჩაკვეტაძე ახალ კლუბს უახლოვდება - თამაში ქართული კლუბის წინააღმდეგ?

ჩაკვეტაძე ახალ კლუბს უახლოვდება - თამაში ქართული კლუბის წინააღმდეგ?
თარიღი 01 ივლ 2022, 00:29

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" საკუთრებაა, თუმცა თავიდანვე ცნობილი იყო, რომ იქ არ დარჩებოდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი ჩაკვეტაძე ახლოსაა "სლოვან ბრატისლავაში" გადასვლასთან.

მოგეხსენებათ, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია, ასევე იქ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.

თუ ჩაკვეტაძე ბრატისლავაში გადავა, მასაც ქართული კლუბის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" სწორედ მათ შეხვდება.