ავტორიზაცია

არც ფეხბურთელებს დააბრალა, არც მოედნის საფარს - ჭიაბრიშვილის ღირსეული კომენტარი მარცხის შემდეგ

თარიღი 01 ივლ 2022, 00:42

ეროვნული ლიგის გასულ ტურში "დინამო ბათუმი" "დინამო თბილისს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ღირსეული კომენტარი გააკეთა.

ჭიაბრიშვილმა მარცხი არც თავის ფეხბურთელებს დააბრალა და არც მოედნის საფარს, მან განაცხადა, რომ მეტოქე "დინამო თბილისზე" უკეთესი იყო და გამარჯვება დაიმსახურა.