ავტორიზაცია

"ასე არ შეიძლება" - ქეცბაიას პირველი კრიტიკული კომენტარი ნაკრებში

"ასე არ შეიძლება" - ქეცბაიას პირველი კრიტიკული კომენტარი ნაკრებში
თარიღი 01 ივლ 2022, 01:13

მოგეხსენებათ, ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

ქეცბაია ნაკრებში ოფიციალურად წარადგინეს და პირველი კომენტარიც გააკეთა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი, მადლობა ნდობისთვის პრეზიდენტს.

მომდევნო მატჩებში კარგი შედეგები უნდა დავაფიქსიროთ და ჯგუფში ბოლო ადგილზე არ უნდა გავიდეთ.

ფეხბურთელებს კი სავსე ტრიბუნები სურთ. ასე არ შეიძლება - ჩემპიონატის თამაშებზე 15 ათასი გულშემატკივარი დადის, ნაკრების თამაშებზე კი მხოლოდ 7-8, ეს უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა ქეცბაიამ.