ავტორიზაცია

ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ პსჟ-ს სასტარტოში ადგილი გარანტირებული 6 ფეხბურთელს ექნება

ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ პსჟ-ს სასტარტოში ადგილი გარანტირებული 6 ფეხბურთელს ექნება
თარიღი 01 ივლ 2022, 13:25

მომავალ სეზონში "პარი სენ ჟერმენის" ძირითადი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა იქნება, წერს ჟურნალისტი, ადრიენ გრენიე, Le Parisien-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიეს დანიშვნის შემდეგ, სასტარტო თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული 6 ფეხბურთელს ექნება, ესენია:

დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, მარკო ვერატი, ლიონელ მესი და კილიან მბაპე.

მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს მაურისიო პოჩეტინოს გაათავისუფლებს და გუნდს "ნიცას" აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი, გალტიე ჩაიბარებს.

გასულ სეზონში იტალიელმა მეკარემ ლიგა 1-ის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო კეილორ ნავასმა 21-ჯერ ითამაშა.