ავტორიზაცია

დოკუმენტები გაფორმდა — ცნობილია თანხა, რომელსაც პსჟ პოჩეტინოს და მის შტაბს კომპენსაციის სახით გადაუხდის

დოკუმენტები გაფორმდა — ცნობილია თანხა, რომელსაც პსჟ პოჩეტინოს და მის შტაბს კომპენსაციის სახით გადაუხდის
თარიღი 01 ივლ 2022, 13:37

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ გუნდის ამჟამინდელ სამწვრთნელო შტაბთან თანამშრომლობის გაწყვეტისთვის გადასახდელი კომპენსაციის საკითხი მოაგვარა.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe იტყობინება, პარიზელები მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს დაახლოებით 10 მილიონ ევროზე შეუთანხმდნენ. ამ თანხის გარკვეულ ნაწილს არგენტინელის თანაშემწეები მიიღებენ.

მხარეებმა დღეს ყველა საჭირო დოკუმენტი გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "პსჟ" 50 წლის სპეციალისტთან მუშაობის დასრულებისთვის მზადაა.

მოგეხსენებათ, დედაქალაქურ კლუბს "ნიცას" აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი, კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს.

პოჩეტინო "პარი სენ ჟერმენს" 2021 წლის იანვრიდან უდგას სათავეში და მისი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.