ავტორიზაცია

ოფიციალურად: ატლეტიკომ უფასოდ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა

ოფიციალურად: ატლეტიკომ უფასოდ კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვა
თარიღი 01 ივლ 2022, 17:33

"ატლეტიკომ" ოფიციალური საიტის მეშვეობით კლუბიდან მარჯვენა მცველის, შიმე ვრსალკოს წასვლა დაადასტურა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მადრიდული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ვრსალკო "როხიბლანკოს" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, 2018/19 წლების სეზონი მან მილანის "ინტერში" იჯარით გაატარა.

"ატლეტიკოს" რიგებში შიმემ 2021 წელს ლა ლიგა მოიგო, 2018 წელს კი ევროპა ლიგა. საერთო ჯამში, ვრსალკომ გუნდის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა ამ ზაფხულს უფასოდ კიდევ ორი ფეხბურთელი გაუშვეს - ლუის სუარესი და ექტორ ერერა.