ავტორიზაცია

ცნობილია რა ხელფასს და კონტრაქტს სთავაზობს მანჩესტერი ერიქსენს - დათანხმდება შემოთავაზებულ წინადადებას დანიელი?

ცნობილია რა ხელფასს და კონტრაქტს სთავაზობს მანჩესტერი ერიქსენს - დათანხმდება შემოთავაზებულ წინადადებას დანიელი?
თარიღი 01 ივლ 2022, 21:46

"ბრენტფორდის" გამოცდილ შუახაზელზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ ლიგის ერთი გრანდი აქტიურობს.

როგორც The Mirror იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედი" კრისტიან ერიქსენს 2 წლიან კონტრაქტს და კვირაში, ხელფასის სახით 150 000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, რაც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე დანიელი "ფუტკრების" რიგებში გამოიმუშავებს.

უახლეს ცნობებზე დაყრდნობით, "ტოტენჰემს" 30 წლის ნახევარმცველის დაბრუნების სურვილი გაუნელდა და "წითელი ეშმაკები" დანიის ნაკრების წევრის გაფორმების გამოკვეთილი ფავორიტები არიან. ახლა ყველაფერი ერიქსენზეა დამოკიდებული, რომელიც გადატანილი გულის შეტევის შემდეგ, ჩინებულ ფორმაში შევიდა და ევრო-ტურნირებზე თამაშის ამბიციაც გაუჩნდა.