ფოტო: კამპ ნოუმ სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა
Spotify-სთან კონტრაქტის ძალაში შესვლის თანახმად, „ბარსელონამ“ სტადიონის სახელწოდება ოფიციალრუად შეცვალა.
1 ივლისიდან ოფიციალურად შევიდა ძალაში ხელშეკრულება, რომელიც კლუბმა მუსიკის და სტრიმინგის შვედურ სერვისთან, Spotify-სთან რამდენიმე თვის წინ გააფორმა.
ამიერიდან, „ბარსელონას“ სტადიონი „Spotify Camp Nou-ს“ სახელს ატარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სპოტიფაისთან“ კონტრაქტის თანახმად „ბარსელონა“ დაახლოებით 300 მილიონ ევროს მიიღებს.