ავტორიზაცია

სალაჰმა ლივერპული სარეკორდო ციფრებზე დაიყოლია - ეგვიპტელის ახალი კონტრაქტის დეტალები გახმაურდა

სალაჰმა ლივერპული სარეკორდო ციფრებზე დაიყოლია - ეგვიპტელის ახალი კონტრაქტის დეტალები გახმაურდა
თარიღი 01 ივლ 2022, 22:15

მოჰამედ სალაჰმა „ლივერპული“ რეკორდული ხელფასის გადახდაზე დაითანხმა.

ეგვიპტელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურებოდა და დღეს „ლივერპულმა“ მისი 2025 წლამდე გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმად „ლივერპული“ სალაჰს კვირაში კლუბის ისტორიაში სარეკორდო 350 ათას ფუნტს გადაუხდის.

გარდა ამისა, სალაჰის კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება ბონუსები ინდივიდუალური მიღწევებისთვის, რომელიც გატანილ გოლებს და საგოლე პასებს ითვალისწინებს.

განვლილ სეზონში ეგვიპტელმა 51 მატჩში 35 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.