ავტორიზაცია

ოფიციალურად: ნეიმარის კონტრაქტი პსჟ-სთან ავტომატურად გახანგრძლივდა

ოფიციალურად: ნეიმარის კონტრაქტი პსჟ-სთან ავტომატურად გახანგრძლივდა
თარიღი 01 ივლ 2022, 22:20

ნეიმარის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ ავტომატურად გაგრძელდა.

1 ივლისს ოფიციალურად გააქტიურდა ბრაზილიელის ხელშეკრულებაში გაწერილი პუნქტი, რომელიც თანამშრომლობის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებას გულისხმობდა და ამიერიდან, ნეიმარი „პსჟ-ს“ არა 2025, არამედ 2027 წლამდე ეკუთვნის.

როგორც L’Equipe წერს, ფეხბურთელის გარემოცვა ასხივებს თავდაჯერებას, რომ ნეიმარი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონის ჩატარებისთვის ემზადება.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელის მამა დაიბარა და უთხრა, რომ სჯობს, ბრაზილიელმა სხვა გუნდი მოიძიოს და წასვლა სცადოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი პოტენციურ მსურველებს აფრთხობს.

ლიგა 1-ს გასულ სეზონში ნეიმარმა 22 მატჩში 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.