ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალის ნახევარმცველი მარსელში სრულფასოვნად გადავიდა

ოფიციალურად: არსენალის ნახევარმცველი მარსელში სრულფასოვნად გადავიდა
თარიღი 01 ივლ 2022, 22:24

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი მატეო გენდუზი „არსენალიდან“ „მარსელში“ სრულფასოვნად გადავიდა.

კლუბებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარის შემდეგ, ტრანსფერიც შეათანხმეს და გენდუზიმ „მეთოფეების“ რიგები საბოლოოდ დატოვა.

23 წლის შუახაზელმა „მარსელთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, იტყობინება გამოცემა RMC Sport.

„არსენამა“ ფეხბურთელი 2018 წელს „ლორიანიდან“ 2.5 მილიონ ევროდ დაიმატა, შემდეგ 2020-ში „ჰერტაშ“ გაანათხოვრა, 2021-ში კი „მარსელში“, რომელშიც მან გასულ სეზონში 56 მატჩში 5 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Transfermarkt-ს თუ დავუჯერებთ, „მარსელს“ ეს ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაუჯდა.