ავტორიზაცია

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ გაამხილა, თუ რას ნანობს კარიერაში ყველაზე მეტად

ლეგენდარულმა თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ გაამხილა, თუ რას ნანობს კარიერაში ყველაზე მეტად
თარიღი 01 ივლ 2022, 23:19

"ჩელსის" ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა და შედეგიანმა ფორვარდმა გაამხილა, თუ რას ნანობს კარიერაში და ლუკაკუს წარმატებები უსურვა.

"ჩემს მეგობარს რომელუს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს "ინტერში" დაბრუნებით კვლავ ბედნიერი იქნება. შემეძლო კარიერა "იუვენტუსში" დამესრულებინა.

იყო პერიოდი, როდესაც "ნერაძურისთანაც" ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, მაგრამ "ჩელსიში" თავს კომფორტულად ვგრძნობდი. თუმცა, ვნანობ იტალიის სერია ა-ში, რომ ვერ ვითამაშე. ვფიქრობ, იქ დიდ სიამოვნებას მივიღებდი და გოლებსაც გავიტანდი." - განაცხადა დიდიე დროგბამ სორენტოში გამართულ გლობალური ტურიზმის ახალგაზრდულ სამიტზე.

შეგახსენებთ, რომ კოდ'დიუვარელმა წინახაზელმა "არისტოკრატების" რიგებში წარუშლელი ისტორია დაწერა. მან ლონდონურ კლუბში 381 ჩატარებულ მატჩში 164 გოლის გატანა შეძლო და ისეთ დიდებულ თავდამსხმელებთან ერთად მოიხსენიებენ, როგორებიც არიან იტალიელი ჯანლუკა ვიალი და ჯანფრანკო ძოლა.