ავტორიზაცია

მანჩესტერიდან უფასოდ წასულ ჯესი ლინგარდს ინგლისიდან სერიოზული მსურველი ჰყავს

მანჩესტერიდან უფასოდ წასულ ჯესი ლინგარდს ინგლისიდან სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 01 ივლ 2022, 23:24

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ნახევარმცველს ჯესი ლინგარდს სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

ფეხბურთელი დღეიდან ოფიციალურად თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდთან შეუძლია კონტრაქტის გაფორმება - მან, ისევე როგორც პოლ პოგბამ, ნემანია მატიჩმა და ხუან მატამ, „მან იუნაიტედი“ უფასოდ დატოვეს.

როგორც The Telegraph იტყობინება, ლინგარდის დამატების სურვილი „ტოტენჰემმა“ გამოიჩინა, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გაძლიერებაზე სერიოზულად მუშაობს.

ამ ზაფხულს გუნდმა უკვე დაიმატა ივან პერიშიჩი და რიჩარლისონი, თუმცა ანტონიო კონტე ამაზე არ ჩერდება და საკუთარ გუნდში ლინგარდის ხილვაც სურს.

ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია და ლინგარდს „ტოტენჰემისგან“ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.