ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა რომადან ალესანდრო ფლორენცი გამოისყიდა

ოფიციალურად: მილანმა რომადან ალესანდრო ფლორენცი გამოისყიდა
თარიღი 01 ივლ 2022, 23:49

იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ალესანდრო ფლორენცის წასვლა დაადასტურა.

ფლანგის მცველი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს, რომელშიც გასული სეზონი იჯარით გაატარა.

„მილანი“ იტალიელი ფეხბურთელის შესაძლებლობებით და ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა, ამიტომ „რომასთან“ მოლაპარაკებები წამოიწყო და ფეხბურთელი 2 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

„როსონერისთან“ ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, „რომას“ რიგებში მას 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და დანიელე დე როსის წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტანიც იყო.

გარკვეული პერიოდი მან იჯარით ჯერ „ვალენსიაში“ გაატარა, შემდეგ „პსჟ-ში“, თუმცა მისი გამოსყიდვით მხოლოდ ბოლოს „მილანი“ დაინტერესდა.