ავტორიზაცია

ლეო მესიმ პსჟ-ს ხელმძღვანელობას ნეიმარის მომავლის თაობაზე თავისი პოზიცია გააცნო

ლეო მესიმ პსჟ-ს ხელმძღვანელობას ნეიმარის მომავლის თაობაზე თავისი პოზიცია გააცნო
თარიღი 01 ივლ 2022, 23:51

გამოცემა La Nacion-ის ინფორმაციით, ლეო მესი „პსჟ-დან“ ნეიმარის წასვლის წინააღმდეგია.

როგორც იწერება, არგენტინელმა ფეხბურთელმა „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობას ნეიმარის დარჩენის სურვილი გამოუთქვა. მას სურს, თავის მეგობართან ერთად თამაში კვლავაც გააგრძელოს და ფიქრობს, რომ ახალ სეზონში ისინი უფრო კარგ ფეხბურთს და შეთამაშებას აჩვენებენ.

ნეიმარის მომავალი დღემდე გაურკვეველია, პარიზელებს მისი წასვლა სურთ, თუმცა მაღალი ხელფასი ფეხბურთელის ყველა პოტენციურ მსურველს აფრთხობს.

დღეს, ბრაზილიელის კონტრაქტი „პსჟ-სთან“ ავტომატურად გახანგრძლივდა და ის გუნდის საკუთრებაში 2027 წლამდე იქნება.