ავტორიზაცია

აარონ რემსი იუვენტუსში სათამაშო ნომრის გარეშე დატოვეს

აარონ რემსი იუვენტუსში სათამაშო ნომრის გარეშე დატოვეს
თარიღი 01 ივლ 2022, 23:56

უელსელი ნახევარმცველის აარონ რემსის დღეემი „იუვენტუსში“ დათვლილია.

ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა, რომელმაც მისი გამოსყიდვა არ მოისურვა და რემსი „იუვეში“ დაბრუნდა.

თუმცა, უელსელზე იმედებს არც ტურინში ამყარებენ და რემსი წინასასეზონო სამზადისის განაცხადში არ შეიყვანეს.

ამჟამად, „იუვენტუსის“ ვებ-გვერდზე 8-ნომრიანი მაისური ვაკანტურია, არადა „რეინჯერსში“ წასვლამდე ის სწორედ რემსის ეკუთვნოდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შემადგენლობიდან ჩამოშორება და რაც შეიძლება სწრაფად გასხვისება სთხოვა.