ავტორიზაცია

ბარსელონამ 2 შემტევის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა - სად გააგრძელებენ ისინი კარიერას?

ბარსელონამ 2 შემტევის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა - სად გააგრძელებენ ისინი კარიერას?
თარიღი 02 ივლ 2022, 10:24

"ბარსელონამ" გუნდიდან ორი შემტევის წასვლა ოფიციალურად დადასტურა.

"ბლაუგრანა" ლუკ დე იონგმა და ადამა ტრაორემ დატოვეს, რომლებიც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდნენ. ნიდერლანდელი თავის მშობლიურ კლუბში "პსვ"-ში დაბრუნდა, რომელმაც ტრანსფერის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება, ესპანეთის მოქალაქეობის მქონე მარჯვენა ვინგერს, ის "ვულვზში" ბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს.