ავტორიზაცია

მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს — ზიეჩს სერიოზული მსურველი ჰყავს

მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს — ზიეჩს სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 02 ივლ 2022, 11:51

"მილანი" "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველის, ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, იტყობინება Sky Sport Italia.

გავრცელებული ინფორმაციით, მაროკოელი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე იტალიური გრანდის პრიორიტეტული სამიზნეა.

ამჟამად "მილანი" და "ჩელსი" პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და პოტენციური გარიგების პირობებს განიხილავენ.

როგორც აღინიშნება, "როსონერის" ხელმძღვანელობა ტრანსფერის წარმატებით დახურვაში დარწმუნებულია. აქამდე არსებული ცნობით, 29 წლის აფრიკელი მილანელებს შეიძლება იჯარის წესით შეუერთდეს.

ზიეჩს "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად ლონდონელთა ღირსება 44 მატჩში დაიცვა, 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.