ავტორიზაცია

პიკე და შაკირა ვერ თანხმდებიან — სად იცხოვრებენ ერთმანეთს დაშორებული ვარსკვლავური წყვილის შვილები?

პიკე და შაკირა ვერ თანხმდებიან — სად იცხოვრებენ ერთმანეთს დაშორებული ვარსკვლავური წყვილის შვილები?
თარიღი 02 ივლ 2022, 12:45

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე და კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ სად იცხოვრებენ მათი შვილები, წერს Lavan Guardia.

მოგეხსენებათ, წყვილს, რომელიც ერთმანეთს დაახლოებით ერთი თვის წინ დაშორდა, ორი საერთო შვილი ჰყავს: მილანი (9 წლის) და საშა (6 წლის).

მხარეებმა საადვოკატო კომპანიებს მიმართეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შაკირამ ბავშვების მაიამიში წაყვანა და იქ დასახლება მოისურვა. ამის სანაცვლოდ იგი პიკეს შვილების ხშირად ნახვის შესაძლებლობას სთავაზობდა.

თავის მხრივ, პიკეს არ მოსწონს, რომ მილანი და საშა მათთვის კარგად ნაცნობ გარემოს უნდა დაემშვიდობონ. ამ დროისთვის პოზიციები ერთმანეთს რადიკალურად ეწინააღდეგება, მაგრამ ხერარდი და შაკირა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე თანხმდებიან - არასრულწლოვანი შვილების საკეთილდღეოდ ურთიერთგაგების მისაღწევად.

პიკემ და შაკირამ ერთად თითქმის 12 წელიწადი იცხოვრეს, მაგრამ ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებულები.

აქამდე არსებული ცნობით, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს ესპანელი ფეხბურთელის მხრიდან ღალატის გამო დაშორდა.