ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად — მხითარიანი ახალ გუნდში გადავიდა

უკვე ოფიციალურად — მხითარიანი ახალ გუნდში გადავიდა
თარიღი 02 ივლ 2022, 13:33

"რომას" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, გენრიხ მხითარიანი, რომელმაც "მგლების" რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, "ინტერში" ითამაშებს.

"ნერაძურიმ" 33 წლის სომეხი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალური საიტის მეშვეობით დაადასტურა.

მილანური გრანდი კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი შუახაზელი 2024 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და მისი წლიური ხელფასი 3,5 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, მხითარიანი "რომას" 2020 წლის სექტემბერში ლონდონის "არსენალიდან" უფასოდ შეუერთდა.

გასულ სეზონში სომეხმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.