ავტორიზაცია

მოდრიჩმა პსჟ-სთან დაპირისპირება გაიხსენა: "უცნაური იყო კლასიკოების შემდეგ მესის სხვა მაისურით ხილვა"

მოდრიჩმა პსჟ-სთან დაპირისპირება გაიხსენა: "უცნაური იყო კლასიკოების შემდეგ მესის სხვა მაისურით ხილვა"
თარიღი 02 ივლ 2022, 17:20

"რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების 1/8 ფინალში "პსჟ"-ს დამარცხების შესახებ ისაუბრა.

"უცნაური იყო მესის სხვა მაისურით ხილვა ყველა "კლასიკოს" შემდეგ. ნეიმარისა და მბაპეს მიერ შექმნილი გოლით "ბერნაბეუზე" გასამართი მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნეს, მათ უბრალოდ ტალანტების კოლექცია აქვთ".

"მაგრამ ჩვენ "რეალი" ვართ და როცა ჩვენი სათამაშო რიტმი ვიპოვეთ, გულშემატკივრების ფანტასტიკური მხარდაჭერის ფონზე, ისინი უბრალოდ განავადგურეთ. ბრწყინვალე მატჩი იყო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, "რეალის" რიგებშ ბევრი ასეთი შეხვედრა ჩამიტარებია".

"საპასუხო მატჩში მოპოვებული ამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი პოტენციალის აღქმა სრულიად შეიცვალა. სტერეოტიპი დავამსხვრიეთ".

"ობიექტურად ვამბობ, "პსჟ"-სთან მატჩზე ჩვენმა რეაქციამ ყველას აჩვენა, განსაკუთრებით კი ჩვენ, რომ ელიტარულ ევროპულ ტურნირზე რაღაც გვაქვს სათქმელი", - თქვა მოდრიჩმა.