ავტორიზაცია

სულე: "დიახ, ლუდი და ბურგერები მიყვარს, მერე? გგონიათ, ამას სხვა პროფესიონალები არ ჭამენ?"

სულე: "დიახ, ლუდი და ბურგერები მიყვარს, მერე? გგონიათ, ამას სხვა პროფესიონალები არ ჭამენ?"
თარიღი 03 ივლ 2022, 15:13

„ბორუსია დორტმუნდის“ ახალწვეულმა, ნიკლას სულემ კრიტიკოსებს უპასუხა.

გერმანელი ფეხბურთელი „დორტმუნდში“ „ბაიერნიდან“ ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

„ზარმაცი რომ ვიყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მომზადებას ასეთი ტრავმის შემდეგ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოვასწრებდი.

ხალხი, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ხედავს მხოლოდ იმ ნიკლას სულეს, რომელიც აღიარებს, რომ ბურგერები და ლუდი უყვარს. მერე? გგონიათ, რომ ამას სხვა პროფესიონალები არ ჭამენ?

უბრალოდ, ისინი ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ.“ - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა.