ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩს მილანთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა — რა ხდება ახლა?

იბრაჰიმოვიჩს მილანთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა — რა ხდება ახლა?
თარიღი 03 ივლ 2022, 22:24

"მილანის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

შვედი თავდამსხმელი ივლისის დადგომასთან ერთად თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა, Sky Sport Italia-ს ცნობით, უახლოეს დღეებში "როსონერის" წარმომადგენლებს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.

კლუბს იბრაჰიმოვიჩის დაკარგვა არ უნდა, რადგან სხვა ფეხბურთელებზე დიდ გავლენას ახდენს და სკუდეტოს მოგებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

როგორც აღინიშნება, თავად ზლატანიც არ აპირებს კარიერის დასრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდი გაუცდება - 6 თვეზე მეტი.

გასულ სეზონში 40 წლის სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.