ავტორიზაცია

კეილორ ნავასმა შესაძლოა პსჟ დატოვოს და კარიერა იტალიურ ტოპ კლუბში გააგრძელოს

კეილორ ნავასმა შესაძლოა პსჟ დატოვოს და კარიერა იტალიურ ტოპ კლუბში გააგრძელოს
თარიღი 03 ივლ 2022, 23:28

"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერმა, კეილორ ნავასმა უახლოეს კვირებში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც ფრანგულ და იტალიურ მედიაში წერენ, რადგანაც პარიზელებმა არჩევანი ჯანლუიჯი დონარუმაზე შეაჩერეს, კოსტარიკელი წასვლის ვარიანტს განიხილავს და მისი გადაბირება "ნაპოლის" სურს.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის მეკარეს "პსჟ"-სთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, ნავასი პარიზულმა კლუბმა 2019 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" 15 მილიონ ევროდ იყიდა.

გასულ სეზონში კეილორმა ყველა ტურნირზე ერთად "პარი სენ ჟერმენის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 10-ჯერ შეინახა.