ავტორიზაცია

ოფიციალურად: მარსელმა ხორხე სამპაოლის შემცვლელის ვინაობა დაასახელა

ოფიციალურად: მარსელმა ხორხე სამპაოლის შემცვლელის ვინაობა დაასახელა
თარიღი 04 ივლ 2022, 22:21

„მარსელმა“ ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.

გუნდი იგორ ტუდორმა ჩაიბარა, რომელთანაც კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა.

ტუდორმა ამ თანამდებობაზე ხორხე სამპაოლი ჩაანაცვლა, რომელამც 1 ივლისს „მარსელი“ ხელძღვანელობასთან ტრანსფერებზე უთანხმოების გამო დატოვა.

44 წლის ტუდორი აქამდე „ვერონას“ წვრთნიდა და „მარსელის“ ხელმძღვანელობა მის მიერ ნაჩვენები შედეგებით მოხიბლული დარჩა.

კიდევ ერთ კანდიდატად „შახტარის“ მწვრთნელი რობერტო დე ძერბი სახელდებოდა, თუმცა იტალიელმა „მარსელთან“ მოლაპარაკებების გამართვაც კი არ ისურვა.